თიბისი კრედიტის ბლოგი

სამომხმარებლო სესხი მომგებიანია!
მოიგე 100, 200 ან 300 ლარი ყოველ 10 წუთში ერთხელ. როგორ? 16 - 31 დეკემბრის ჩათვლით, 12:00- 20:20 საათამდე, აიღე
სრულად ნახვა
sesxi_cxovrebis_gamartivebistvis
  სისწრაფე, მოქნილობა, ციფრულობა, სიმარტივე — ეს თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ცვალებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ცხოვრების რიტმი
სრულად ნახვა
rogor-shevarchiot-meoradi-mobiluri-teleponi
მეორადი მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგი იყო, ხოლო ახლა ის ციფრულ სივრცეშიც იკიდებს ფეხს. ამას ისიც
სრულად ნახვა
ra-aris-onlain-sesxi
გაციფრულება, იგივე ციფრული ტრანსფორმაცია, ის პროცესია, რომელმაც თითოეული ჩვენგანის  ყოველდღიურ ცხოვრებაში  დიდი ადგილი დაიკავა. ყველაფერი სწრფად გვჭირდება - სახლიდან ან
სრულად ნახვა
ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის
ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის? დიახ,  ბევრმა თვითდასაქმებულმა ტაქსის მძღოლმა, არც კი იცის,  რომ სესხის აღება  იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული
სრულად ნახვა
onlain_sesxi_dzidzebistvis
ონლაინსესხი ძიძებისთვის - ცოტა შემაშინებლად და  არარეალურად ჟღეს: ის ავტომატურად მაღალპროცენტიან სესხთან ასოცირდება,  სესხის აღება ძიძებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელია, ისინი
სრულად ნახვა
shabat-kviras-sesxi-fasdaklebit
თუ შაბათ-კვირას სამომხმარებლო სესხის აღებას გადაწყვეტ, 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ. სესხის თანხა შეგიძლია შენთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენო: მოგზაურობა, ონლაინ შოპინგი,
სრულად ნახვა
distanciuri-servisebi
Covid19-ის პრევენციისა და მისი გავრცელების შეჩერებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საყურადღებო რეკომენდაციებს ავრცელებს. ფიზიკური კონტაქტების შემცირება და არასაჭირო გადაადგილებისგან თავის შეკავება
სრულად ნახვა
rogor-mivigo-moklevadiani-sesxi-tbccreditisgan
დღეს, როცა ბაზარზე მრავალი სხვადასხვა საფინანსო კომპანია უამრავ სხვადასხვანაირ სესხს გვთავაზობს, დამეთანხმებით, რთულია ყველა წარმოდგენილი პროდუქტის დეტალური შესწავლა, თუმცა როცა
სრულად ნახვა
ra-aris-martivi-sesxi
წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, ხელფასამდე ჯერ დროა დარჩენილი, გადაუდებელი ხარჯი კი არ იცდის. როგორ მოიქცევით? ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი სესხია,
სრულად ნახვა
onlain sesxebi
TBC Credit გთავაზობთ ონლაინ სესხების აღებას გამარტივებული პირობებით. შეავსე განაცხადის მარტივი ფორმა და მიიღე სესხი ძალიან სწრაფად.
სრულად ნახვა
dabalprocentiani-sesxi
გაუთვალისწინებელი ხარჯების თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს დაბალპროცენტიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია. თუ თქვენ თქვენზე მორგებულ პირობებს ეძებთ, მაშინ 
სრულად ნახვა
internet-sesxebi
სესხებზე საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირად მომხმარებელს სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რის გამოც ფილიალში მისვლა ვერ უხერხდება
სრულად ნახვა
mikrosesxi tbc creditisgan
გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაუგეგმავი და მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობი თემაა. სწორედ ასეთი მომენტებისთვის არსებობს მიკროსესხი, რომელიც შეგვიძლია საფინანსო
სრულად ნახვა
rogor shevafasot sesxis gamcemi organizacia
ის, რომ კარგი სესხი მხოლოდ სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაშია ხელმისაწვდომი, უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ახლა კი, მოდით, ის კრიტერიუმები განვიხილოთ, რომლის
სრულად ნახვა
swrafi sesxi 2000 lariani sesxis misagebad
მონაცემთა ანალიტიკა და სტატისტიკა გვიდასტურებს, რომ  სესხი 2000 ლარამდე, დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადია. საქმე თანხის მოცულობაშია: ყველაზე ხშირად მსესხებლებს მოკლე ვადით,
სრულად ნახვა
sanam sesxs aigebt
გადაწყვეტილებას, ავიღოთ თუ არა სესხი, უმეტეს წილად ძალიან სპონტანურად ვიღებთ. ამისკენ ხშირად პოზიტიური ემოციები გვიბიძგებს - მოგვეწონება მაღაზიაში ლამაზი ნივთი
სრულად ნახვა
გაციფრულების როლი ჩვენს ცხოვრებაში გაციფრულება-ეს ის სიტყვაა, რომელიც დღესდღეობით განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
სრულად ნახვა
სამომხმარებლო სესხი მომგებიანია!

31 დეკემბრის ჩათვლით ციფრული სამომხმარებლო სესხი მომგებიანია!

მოიგე 100, 200 ან 300 ლარი ყოველ 10 წუთში ერთხელ.

როგორ?

16 – 31 დეკემბრის ჩათვლით, 12:00- 20:20 საათამდე, აიღე სამომხმარებლო სესხი შენს ციფრულ ბანკში ან tbccredit.ge-ზე და დასაჩუქრდი 100, 200 ან 300 ლარით.

რა უნდა იცოდე:

  • გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ყოველ 10 წუთში ერთხელ.
  • მომხმარებლის ინფორმირება მოგებული საპრიზო თანხის მითითებით მოხდება მოკლე ტექსტური შეტყობინებით განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად, ვინც სესხის თანხით ყველაზე ახლოს იქნება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდში წინასწარ განსაზღვრულ „თანხის ლიმიტთან“.
  • დროის ინტერვალები არის ფიქსირებული აქციის პერიოდში და არ იცვლება დღეების მიხედვით.
  • თუ 2 ან მეტი მომხმარებელი დააკმაყოფილებს ზემოთ ხსენებულ პირობას, გამარჯვებული იქნება ის, რომელიც მათ შორის პირველი ისარგებლებს ციფრული სამომხმარებლო სესხით.
  • თუ კონკრეტული 10 წუთიანი ინტერვალის განმავლობაში დამტკიცდა სესხის თანხები, რომლებიც თანაბარადაა დაშორებული „თანხის ლიმიტიდან“, მაშინ იმარჯვებს „თანხის ლიმიტიდან“ ზემოთ მდებარე თანხა.
  • გამარჯვებულის გამოვლენა ხდება განაცხადის დამტკიცების თარიღისა და დროის მიხედვით.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • მოგებული თანხის მისაღებად საჭიროა დასრულდეს ციფრული სამომხმარებლო სესხის განაცხადი.
  • სესხის განაცხადის ვადა , დამტკიცებიდან 5 კალენდარული დღეა.
  • მოგებული თანხის ჩარიცხვა მოხდება შემდეგი 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • გამარჯვებულ მომხმარებლებს ჩაერიცხებათ მოგებული თანხა თიბისი ბანკში არსებულ ანგარიშზე.
  • აქციის პერიოდში ერთი მომხმარებლის დაჯილდოვება (თანხის გადაცემა) მოხდება ერთჯერადად. გამარჯვებული მომხმარებელი მონაწილეობას აღარ მიიღებს შემდგომი პერიოდის გათამაშებებში, მის მაგივრად დაჯილდოვდება რიგით შემდგომი გამარჯვებული (პირი, რომელიც აკმაყოფილებს ბანკის მიერ დადგენილ ყველა ზემოაღნიშნულ პირობას).

გისურვებ წარმატებებს ❤

sesxi_cxovrebis_gamartivebistvis

თიბისის სამომხმარებლო სესხი ცხოვრების გამარტივებისთვის

 

სისწრაფე, მოქნილობა, ციფრულობა, სიმარტივე — ეს თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ცვალებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ცხოვრების რიტმი მუდმივად ჩქარდება, ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი ამ რიტმს მისდევდეს, სერვისები თუ პროდუქტები ცხოვრებას ამარტივებდეს, იყოს სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი — ზუსტად ისეთი, როგორიც თანამედროვე ადამიანია.

თიბისის — წამყვანი ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიის მისია სწორედ ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომაც მუდმივად ქმნის და ავითარებს პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზაციასა და სურვილების ახდენაში ეხმარება, თანაც — ციფრულად.

სწორედ ამ მიზნით, სამომხმარებლო სესხზე თიბისის ციფრულ არხებში ახლა 5%-მდე ფასდაკლება მოქმედებს, ეფექტური 15.5%-იდან. მისი აღება tbccredit.ge-ზე, ციფრულადაა შესაძლებელი, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, მთაში, ზღვაზე თუ სახლში, შენი მიზნების მისაღწევად ან სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სესხის დამტკიცება, სულ რაღაც, 2 წუთში შეგიძლია. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით იღებ მას — საჩუქრისთვის, რემონტისთვის, სამოგზაუროდ თუ, უბრალოდ, ცხოვრების გამარტივებისთვის.

„თიბისის სამომხმარებლო სესხი დამეხმარა, ჰობი მექცია სერიოზულ საქმიანობად .“

მაიკო კომუნიკაციების სპეციალისტი, მხატვარი და თვითნასწავლი ფოტოგრაფია. ფოტოგრაფია თავიდან მისთვის უბრალო ჰობი იყო, თუმცა, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, გატაცება სერიოზულ საქმედ ექცია.

“ერთი წლის წინ აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება, ვიღებდი ნატურმორტებს, პეზაჟებს, პორტრეტებს. მალე ჩემი, როგორც მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევრები, სხვებმაც შეამჩნიეს და არაერთი საქმიანი წინადადება მივიღე. დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი ლინზა მყოფნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, უფრო სერიოზული სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის, დამატებითი ტექნიკის შეძენა გახდა საჭირო — უკეთესი ლინზა მჭირდებოდა, რომ უფრო შთამბეჭდავი და პროფესიონალური კადრები დამეფიქსირებინა. ამიტომ გადავწყვიტე, თიბისიში სამომხმარებლო სესხი ამეღო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ დიდი ხნის ოცნების ასახდენად”.

მაიკო აღნიშნავს, რომ სესხის აღებისას სისწრაფე და ციფრულობა მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული იყო, საპროცენტო განაკვეთზე ფასდაკლება კი კიდევ ერთი უპირატესობა აღმოჩნდა, რის გამოც თიბისის სამომხმარებლო სესხით ისარგებლა.

“ყველაზე მარტივი პროცედურა Tbccredit.ge-დან სესხის აღება იყო. როცა გავიგე, რომ თიბისის 5%-მდე ფასდაკლება ქონდა სამომხმარებლო სესხებზე ციფრულ არხებში, სხვა ბანკზე არც მიფიქრია, მაშინვე შევავსე განაცხადი და 10 წუთში სესხი დამტკიცებული მქონდა, ლინზაც შევიძინე და უკვე მზად ვარ, მეტი შემართებით გავაგრძელო საყვარელი საქმე”

„მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და უფრო მეტი დრო მრჩება საკუთარი საქმიანობისთვის.“

მაცოს საქმიანობა წიგნებს უკავშირდება. მან გამოიგონა სუპერგმირი “აი”, რომელიც ქმნის ემოციურ საჩუქრებს, წიგნებს საყვარელი ადამიანებისთვის. მაცოს თქმით, მოგზაურობისას იღებს შთაგონებას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი წიგნები.

“ახლა, ბოლო მოგზაურობისას, მჭირდებოდა თანხა და სწორედ მაშინ გავიგე, რომ თიბისის ჰქონდა 5%-მდე ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე ციფრულ არხებში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი საინტერესო მოგზაურობა. სესხი სულ რაღაც 2 წუთში ავიღე მობილურით Tbccredit.ge-ზე და არ დამჭირდა მიზნობრიობის მითითება”, — ამბობს მაცო.

„ცხოვრების გამარტივებისთვის სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.“

რუსო, გრაფიკული დიზაინერია, ქმნის ვერცხლის სამკაულებს და, ამასთან, მოყვარული კულინარია. იმისთვის, რომ კულინარიაში ცოდნა გაეღრმავებინა, ახალი ტექნიკის შეძენა გადაწყვიტა.

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ 5%-მდე ფასდაკლება ჰქონდა თიბისის სამომხმარებლო სესხზე ციფრულ არხებში, გადავწყვიტე სხვა ბანკში არსებული სესხები გადმომეტანა, გამეერთიანებინა, შესაბამისად, ლიმიტი გამეზარდა და მეყიდა ყველა ჩემთვის საჭირო ტექნიკა”

რუსო აღნიშნავს, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში, Tbccredit.ge-ზე აიღო სესხი.

თუ სამომხმარებლო სესხი გჭირდება, ეწვიე Tbccredit.ge-ს და მიღე 5%-მდე ფასდაკლება, ეფექტური 16%-დან.

rogor-shevarchiot-meoradi-mobiluri-teleponi

როგორ შევარჩიოთ მეორადი მობილური ტელეფონი და როგორ ავიღოთ სესხი მეორადი ნივთებისთვის

მეორადი მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგი იყო, ხოლო ახლა ის ციფრულ სივრცეშიც იკიდებს ფეხს. ამას ისიც ემატება, რომ დღეს უკვე, მეორადი მობილურის და არა მხოლოდ მობილურის შეძენა, მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილი სამომხმარებლო სესხით არის შესაძლებელი. ხშირად საოცნებო სმარტფონის ყიდვის იდეა ჩვენს შემოსავლებთან შესაბამისობაში არ მოდის. ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული გამოსავალი მეორადი მობილური ტელეფონის შეძენაა. თუმცა, რასაკვირველია, დაკვირვება გვჭირდება, რათა ახალმა შენაძენმა იმედები არ გაგვიცრუოს.

ამ სტატიაში მოგიყვებით სამ მეთოდზე, რომელიც მეორადი სმარტფონის შერჩევაში დაგეხმარებათ:

 

1.რა გზა გაიარა სმარტფონმა სანამ ჩვენამდე მოაღწევდა?

პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სმარტფონმა ჩვენამდე ლეგალური გზით მოაღწია. შეამოწმე IMEI კოდი — ის ისეთივე უნიკალურია ტელეფონისთვის, როგორც ადამიანის ID ბარათზე დატანილი პირადი ნომერი. შესაბამისად, საკმარისი არ არის ტელეფონს ყუთი მოყვებოდეს, დარწმუნდი, რომ სასურველ სმარტფონზე და ყუთზე დატანილი IMEI კოდის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს მოგცემს საშუალებას, უფრო მშვიდად იყო.

ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, ყალბი, ან როგორც ამბობენ ხოლმე ე.წ. “პატენტი” მობილურებია. სინამდვილეში ლეგალური პატენტი ხარისხით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს პირვანდელ მწარმოებელს, თუმცა გაყალბება ნამდვილად დიდი პრობლემაა. იმისთვის, რომ დარწმუნდე, სმარტფონი ნამდვილად ოფიციალური მწარმოებლის მიერ არის დამზადებული და მინიჭებული აქვს თუ არა შესაბამისი მოდელის ნომერი, შედი ხელსაწყოებში და წაიკითხე ინფორმაცია ტელეფონის შესახებ. შეადარე მოდელის ნომერი და IMEI კოდი ყუთზე და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მობილური ტელეფონის პანელზე დაკრულ სტიკერს.

 

2.არის თუ არა ტელეფონი დაზიანებული?

მას შემდეგ, რაც დარწმუნდები, რომ ტელეფონი არც მოპარულია და არც ყალბი, მისი ფიზიკური დაზიანებები უნდა შეამოწმო. კარგად დაათვალიერე სმარტფონი ყველა მხრიდან და არ დაგავიწყდეს, რომ თანამედროვე სმარტფონებში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მისი სენსორია. თითით მთელ ზედაპირზე შეამოწმე ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, ასევე კარგად დააკვირდი რამდენად მგრძნობიარეა ის.

სმარტფონს დამატებითი მოწყობილობები სჭირდება. თუ ყურსასმენებიც მოყვება, შეამოწმე მისი გამართულობა. და ბოლოს, დამტენი ყველაზე მნიშვნელოვანია — აუცილებლად შეართე, დაელოდე რამდენიმე წუთი და შეხედე პროგრესს, ამით არამხოლოდ დამტენს, არამედ ელემენტსაც შეამოწმებ. რასაკვირველია, დამტენის და ელემენტის გამოცვლაც შესაძლებელია, თუმცა ის ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორადი სმარტფონის მთავარი უპირატესობა კი მისი ხელმისაწვდომი ფასია.

 

3.შეამოწმე ხომ არ არის შენი სმარტფონი დაბლოკილი?

სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა, ამჯერად მხოლოდ iPhone-ის მოყვარულებს ეხება. iCloud მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დაბლოკონ სმარტფონი. თუ iCloud დაგებლოკება, შენი “ჭკვიანი ვაშლი” სრულიად გამოუსადეგარი გახდება, ამიტომ დარწმუნდი, რომ გამყიდველი ნამდვილად განბლოკილ ტელეფონს გაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად გამართული და ჭკვიანიც უნდა იყოს ის, მაინც უსარგებლო ნივთი შეგრჩება ხელში.

სულ ეს იყო, იმედია რჩევებს გაითვალისწინებ, თუმცა არც ის დაგავიწყდეს რომ ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. თუ შენთვის სმარტფონის კამერაა მნიშვნელოვანი, მისი შემოწმებაც არ დაგავიწყდეს, ასევე ყიდვის წინ გაიხსენე ყველაფერი, რასაც შენი მომავალი სმარტფონი უნდა აკმაყოფილებდეს და შეამოწმე ის დეტალურად.

 

ასევე არ დაგავიწყდეს, რომ Mymarket-მა მეორადი ნივთების სრულად დისტანციური გაყიდვა გახადა შესაძლებელი, ახლა ერთი სახლიდან მეორე სახლში ნივთები დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან და ონლაინ ვაჭრობამაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. თუკი სმარტფონს იყიდი, კურიერი მას პირდაპირ სახლში მოგიტანს და დაგელოდება, სანამ შენს მომავალ მობილურს შეამოწმებ.

რაც შეეხება მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილ სესხს, მისი მიღება სულ რაღაც 2 წუთში, ვებ-გვერდზე tbccredit.ge/e-commerce-ზეა შესაძლებელი, რომელიც თიბისი ბანკის  ციფრული პლატფორმის – tbccredit.ge-ს დამატებითი პროდუქტია და რომელიც ბაზარზე პირველად ქმნის მეორადი ნივთების სესხით შეძენის პრეცენდენტს.

ეს სტანდარტული სამომხმარებლო სესხია, რომელიც თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომი სამომხმარებლო სესხის ანალოგია, მასზე 31 დეკემბრის ჩათვლით საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ აქ და ახლა შეგიძლია შეიძინოსასურველი მეორადი მობილური ტელეფონი და გადახდა 6 თვის შემდეგ დაიწყო.

ra-aris-onlain-sesxi

რა არის ონლაინსესხი?!

გაციფრულება, იგივე ციფრული ტრანსფორმაცია, ის პროცესია, რომელმაც თითოეული ჩვენგანის  ყოველდღიურ ცხოვრებაში  დიდი ადგილი დაიკავა. ყველაფერი სწრფად გვჭირდება – სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი კვირაში 7 დღის და 24 საათს მანძილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თანაც ამისთვის არ უნდა გვიწევდეს თადარიგის დაჭერა:  ყველაფერი როდესაც გაგვახსენდება, დაგვჭირდება ან მოგვინდება მაშინ უნდა მივიღოთ, და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის მისაღებად ძალისხმევა  მინიმალური უნდა იყოს. მოკლედ, თუ ეს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდა, ყველაფერი აზრს დაკარგავს და აღარაფერი  მოგვინდება. გამოდის, რომ სისწრაფე, მოქმედების შეუზღუდავი არეალი და  მობილობა გაციფრულების მთავარი კრიტერიუმებია.

გაციფრულების  პირველი მცდელობები სათავეს ჯერ კიდეც 60-იან წლბში იღებს, უბრალოდ მაშინ არც ეს სიტყვა არსებობდა და არც წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე,  რა ცვლილებებს მოიტანდა ჟამთა სვლა.  ამერიკაში, 1960 წელს პირველი ბანკოგრაფი გამოიგონეს, მას თავის თავზე თანხის გადარიცხვის ფუნქცია უნდა აეღო, თუმცა, რკინის ყუთისთვის საკუთარი ფულის ნდობა, არავინ მოისურვა. 1967 წელს ბრიტანულმა ბანკმა „ბარკლიმ“ პირველი ბანკომატი შექმნა – ავად თუ კარგად, ბანკომატის ფენომენმა ნელ-ნელა მთელი მსოფლიო მოიცვა. საქართველოში პირველი ბანკომატი 1998 წელს გამოჩნდა და ასე ჩანაცვლდა „ბანკიდან ფულის გამოტანის“ მეთოდი, სწრაფი, მობილური და მუდმივად ხელმისაწვდომი სერვისით. გაციფრულების ისტორია ძალიან ვრცელია, უსასრულოდ შეიძლება  ამაზონის, ქინდლის, ფეიპალის მიერ შექმნილ შესაძლებლობებზე საუბარი. ვოლტი, გლოვო, უბერი, ბოლტი… გვგონია, რომ მათ გარეშე არც ერთი დღე არ გაგვიტარებია.

მოდით ონლაინსესხებს, გაციფრულების ტრენდის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს დავუბრუნდეთ, ნაწილს, რომელმაც ბოლო პერიოდში ნამდვილად დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და ციფრულ პროდუქტებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აფრიკაში არსებობდა წესი „ჰავალა“, რომელიც ნდობის პრინციპზე იყო დაფუძნებული და ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად ფულის სესხად გაცემას გულისხმობდა. ფულის მარტივად მიღების საჭიროება არსებობდა მაშინაც და არსებობს ახლაც.

90-იან წლებში მსოფლიო პრაქტიკაში არაუზრუნველყოფილი სესხები გაჩნდა – მისი მღება შესაძლებელი გახდა ისე, რომ ბანკში არაფრის „ჩადება“ იყო საჭირო.  თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ პირპობებში  მცხოვრები და  მზარდი მოთხოვნების მქონე საზოგადოებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა და ბაზარზე  2000 წელს ონლაინსესხი გამოჩნდა. ის მარტივად, ინტერნეტის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი  და უზრუნველყოფას არ საჭიროებდა. არავინ აქცევდა ყურადღებას მსესხებლის შემოსავალს. პროცენტს მომხმარებელი იმ დღეების მიხედვით იხდიდა, რამდენ დღესაც გამოიყენებდა თანხას, შემდეგ კი მსესხებელ კომპანიას ამ პროცენტს, ნასესხებ თანხას და კიდევ უამრავ საკომისოს ერთიანად უბრუნებდა. დასაბრუნებელი თანხა ძალიან დიდი გამოდიოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ 2000-იან წლებში ეს ბაზარი მსოფლიოს ყველა წერტილში სრულად უმართავი იყო და ფულის გამსესხებელი კომპანიებიც საპროცენტო განაკვეთს და სხვადასხვა ტიპის მარჟებს თამამად, საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აწესებდნენ.  ნელ-ნელა ონლაინსესხი ორსახოვან პროდუქტად იქცა: თან დახმარების ხელს უწვდიდა მსესხებელს, თანაც, სესხის დაფარვის დროს, რთულ მდგომარეობაში აყენებდა. ნელ-ნელა ამ ტიპის სესხის მიმართ განწყობა შეიცვალა,  მომხმარებლების ერთმა ნაწილმა დაიწყო დამალვა, რომ ონლაინსესხით სარგებლობდა. პროდუქტის იმიჯი იმდენად ნეგატიური იყო, რომ თანხის საჭიროებას მისი მიღების გზის გამო სიცხვილი ახლდა თან. მეორე, სესხის პირობებით გულნატკნემა ნაწილმა, ნაკისრი ვადებულების არშესრულება, ანუ სესხის არგადახდა დაიწყო.

საბანკო სისტემა მალე მიხვდა, რომ ცვლილების დრო იყო და ნელ-ნელა ყველა ქვეყანაში ონლაინსესხების ბაზრის  ერთიან რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა. შეიზღუდა საპროცენტიო განაკვეთის ზედა ზღვარი, გაუქმდა ბევრი უსარგებლო საკომისიო, მკაცრად დაიწყო მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის კონტროლი, სესხის აღება მხოლოდ გადამხდელუნარიანი ადამიანებისთვის გახდა შესაძლებელი. დაიწყო სესხის დაფარვის სქემაზე  მუშაობა და ამ ცვლილებების პროცესს ბევრი ონალინსესის გამცემი კომპანია ემსხვერპლა.  ბევრმა ბიზნესმა ვერ გაუძლო სამართლიან შეზღუდვებს და საქმიანობა შეწყვიტა.

რეგულაციებთან ერთან, ტრადიციულ ბანკებში სესხების ხელმისაწვდომობის ზრდამ, მომხმარებელში ონლაინსესხის გამცემი კომპანიების მიმართ ინტერესი შეამცირა, რაც ოფლაინ არხებში  შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და  გამჭვირვალე ფასდადებით იყო განპირობებული.

დღესდღეობით ონლაინსესხი გაციფრულების ტრენდის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მისი კლასიკური მაგალითია. უამრავი ცვლილების და რეგულაციის ფონზე ონლაინსესხი  ბანკის ფიზიკურ არხებში – ფილიალებში წარმოდგენილი სესხების ანალოგად იქცა – განსხვავება მხოლოდ სესხის მიღების ფორმაშია: 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რამოდენიმე წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო, ავტო, იპოთეკური სესხი, იგივე პირობებით, რა პირობებითაც ამას თქვენი მომსახურე ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებდით.

სიტყვა „ონლაინ“ კომპიუტერთან დაკავშირებულ ან კომპიუტერით მართვად პროცესს აღნიშნავს.

სესხი – თანხაა, რომელიც ნასესხებია და რომელსაც დაბრუნების და პროცენტის გადახდის  ვალდებულება ახლავს თან.

გაციფრულება – ეს არის ცვლილებების დიდი ჯაჭვი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმართულებას უცვლის  მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესსა და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს, სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით.

ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის

ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის

ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის? დიახ,  ბევრმა თვითდასაქმებულმა ტაქსის მძღოლმა, არც კი იცის,  რომ სესხის აღება  იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, სესხის აღების პროცედურა  შემოსავლების დადასტურებას მჭიდროდ მიება, ბევრ თვითდასაქმებულ ადამიანის  გაუჩნდა კითხვა -როგორ ავიღოთ სესხი?  ნაკლები ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სესხის აღების უფლება ყველა იმ თვითდასაქმებულ ადამიანს აქვს, ვინც საკუთარი შემოსავლების დადასტურებას შეძლებს.

თუ თვითდასაქმებულ ადამიანთა სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ  დღესდღეობით ამ სეგმენტის უმეტესი ნაწილი ტაქსის მძღოლებისგან შედგება, მათ კი, ამ შემთხვევაში, ძალიან გაუმართლათ.

თუ სესხის აღების საჭიროების წინაშე დადგებიან, ისინი სასურველი თანხის  მიღებას ყველა თვითდასაქმებულზე  მარტივად შეძლებენ.

ტაქსის მღოლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ლიცენზია, რაც უკვე მათი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტია და ამიტომ, ბანკისთვის საკმაოდ ღირებული საბუთია. ამის გარდა,  მოქმედ ტაქსის მძღოლს აუცილებლად აქვს ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც, როგორც ლიცენზია, ბანკსითვის  ერთ-ერთი აუცილებელი მტკიცებულებაა.

ჩნდება სხვა კითხვაც, რაც დოკუმენტაციასთან არ არის დაკავშირებული – თუ ტაქსის მძღოლი ვარ, როგორ ავიღოსესხი და სად მოვითხოვო თანხა?

ვებგვერდზე tbccredit.ge  ივსება სტანდარტული, სესხის ძალიან მარტივი და მოკლე განაცხადი, რომელიც სულ რაღაც ორ წუთს წაგართმევთ. შეგიძლიათ 100-დან 30 000  ლარამდე ფარგლებში ნებისმიერი თანხა მოითხოვოთ მაქსიმუმ 48 თვის ვადით.

სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება – ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება და, შესაბამისად, ციფრულ პლატფორმაზე წარმოდგენილი სესხი ფილიალში ხელმისაწვდომი სესხის ანალოგია.  მას არანაირი შეხება აქვს აქამდე ფართოდ გავრცელებულ ონლაინსესხთან და მომხმარებლის შესაძლებლობებზე მაქსიმალურადაა მორგებული.

შემდეგ, მითითებული ინფორმაციის და შემოსავლების მიხედვით, გადაწყვეტილებას იღებენ და თუ სესხი დაგიმტკცდათ, საჭირო გახდება თქვენ მიერ განაცხადში მითითებული საქმიანობის  დადასტურება, რაც სწორედ ლიცენზიის და მანქანის პასპორტის საშუალებით უნდა მოხდეს. განაცხადში მითითებულ სპეციალურ  მეილზე  იგზავნება საბანკო  ამონაწერი და ზემოთ ნახსენები ორი მთავარი დოკუმენტი, რომლის განხილვის შემდეგაც    მომდევნო ეტაპზე გადახვალთ – ბანკის თანამშრომელი მოვა თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას და თქვენს ავტომანქანას, რომლითაც მუშაობთ, ფოტოებს გადაუღებს.

როგორც აღვნიშნეთ, სესხის განაცხადის შევსებას და დამტკიცებას, სულ რაღაც ორი წუთი სჭირდება. ის კი,  რამდენად სწრაფად გადააგზავნით დამატებით საბუთებს მეილზე, თქვენზეა დამოკიდებული. ბანკის თანამშომელი თქვენთან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში   მოვა.

თიბისი კრედიტის გუნდი, ტაქსის მძღოლების დიდი სეგმენტისთვის პროცესის გასამარტივებლად აქტიურად მუშაობს – მალე შემოსავლის დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც გახდება შესაძლებელი.

onlain_sesxi_dzidzebistvis

ონლაინსესხი ძიძებისთვის

ონლაინსესხი ძიძებისთვის – ცოტა შემაშინებლად და  არარეალურად ჟღეს: ის ავტომატურად მაღალპროცენტიან სესხთან ასოცირდება,  სესხის აღება ძიძებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელია, ისინი ხომ თვითდასაქმებულები არიან და ხელფასს, როგორც წესი, ხელზე იღებენ.

მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ ეს არასწორი სტერეოტიპი: პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც უნდა შევეხოთ, პროდუქტის – ონლაინსესხის განმარტებაა. დღესდღეობით უამრავი სერვისი  და პროდუქტი  გახდა  დისტანციური  და  თავისი სისწრაფით და მობილობით თითოეული ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. საბანკო პროდუქტები  დისტანციურად ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახდა, მაგალითად, მობაილბანკმა ყველა მობილურ ტელეფონში, ყველა ჩანთაში და ჯიბეში  პერსონალური ბანკის პრეცედენტი შექმნა.

ონლაინსესხიც ერთ-ერთი გაციფრულებული, დისტანციურად ხელმისაწვდომი სესხია, რომელიც ბანკის ფილიალში არსებული სესხის ანალოგია და რომლის აღებაც სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდივე დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

გაციფრულებას არ შეუცვლია პროდუქტი და მისი პროცენტი,  შეცვალა მხოლოდ მისი ხელმისაწვდომობა და სესხის მიღების ფორმა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – თვითდასაქმებულთათვის სესხი აღების საკითხია. ხშირად ვისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა – „მე სესხს ვერ ავიღებ, ხელფასი ბანკში არ მერიცხება“, „მე ძიძა ვარ და ვინ მომცემს სესხს“… სესხის აღება შეუძლია ყველას, ვინც 21 წლიდან 62 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჯდება, თიბისი ბანკის მომხმარებელია და თავისი საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება შეუძლია.

საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება ძალიან მარტივია: სესხის განაცხადის შევსების დროს, როდესაც მსესხებელი თვითდასამებულის სტატუსს ირჩევს, ბანკის თანამშრომელი მოდის სამუშაო ადგილას და მსესხებლის საქმიანობის ამსახველ ფოტოებს იღებს –  ამით დასტურდება, რომ მსესხებელი ნამდვილად დასაქმებულია და მას სესხის დაფარვის ვალდებულება გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააყენებს.

ამ ეტაპზე, პანდემიამ დროში გაწელა ბანკის თანამშრომლის  საქმიანობის ადგილზე ვიზიტი, ამიტომ სასურველია მსესხებელმა თადარიგი დაიჭიროს და სესხი უშუალოდ საჭიროების მომენტში არ მოითხოვოს, ვიზიტის დასაგეგმად ბანკს  2-3 სამუშაო სჭირდება, რაც შეეხება სესხის დამტკციებას,   ვადები უცვლელია და სულ რაღაც 2 წუთს საჭიროებს.

shabat-kviras-sesxi-fasdaklebit

შაბათ-კვირას სესხი ფასდაკლებით

თუ შაბათ-კვირას სამომხმარებლო სესხის აღებას გადაწყვეტ, 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ.
სესხის თანხა შეგიძლია შენთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენო:
მოგზაურობა, ონლაინ შოპინგი, ესთეტიკური პროცედურები, ონლაინ კურსები თუ სხვადასხვა საყიდლები.
აიღე 80 000 ლარამდე თანხა 2 წუთში. ეფექტური 15.5%-დან.
შეთავაზება მოქმედებს შაბათს 00:00 საათიდან, კვირას 23:59 საათამდე

distanciuri-servisebi

დისტანციური სერვისები თიბისი კრედიტისგან

Covid19-ის პრევენციისა და მისი გავრცელების შეჩერებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საყურადღებო რეკომენდაციებს ავრცელებს. ფიზიკური კონტაქტების შემცირება და არასაჭირო გადაადგილებისგან თავის შეკავება მათი ერთ-ერთი გასათვალისწინებელი რეკომენდაციაა. აქედან გამომდინარე, გაზრდილია დისტანციურ სერვისებსა და ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა.
თიბისი კრედიტი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მზად არის, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდოს. თიბისი ბანკის ონლაინ სესხების პლატფორმა მომხმარებელს სესხების მიღებას მარტივ და მოსახერხებელ ფორმატში სთავაზობს.

რას გთავაზობთ თიბისი კრედიტი?

www.tbccredit.ge სწრაფი სესხების ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს სესხის მიღება დისტანციურად, სწრაფად და მარტივად შეუძლია. განაცხადის შევსებას ვებ-გვერდზე სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, პასუხს კი დაუყოვნებლივ მიიღებთ.
ვებ-გვერდიდან შესაძლებელია 100-დან 30 000 ლარამდე სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით. სესხის გადახდით თქვენ ერთნაირად ფარავთ როგორც ძირს, ასევე მასზე დარიცხულ პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის შემდეგ სესხი ავტომატურად ნულდება, წინასწარი დაფარვა კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
თიბისი კრედიტი სესხებს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით გასცემს. აქ საპროცენტო განაკვეთიც ინდივიდუალურად განისაზღვრება. მიმდინარე პერიოდში გაცემულ სესხებზე არ ვრცელდება ეპიდემიასთან დაკავშირებული სამთვიანი საშეღავათო პირობები, თუმცა საკრედიტო ისტორიის და ფინანსური მდგომარეობით გათვალისწინებით დგინდება საკრედიტო ლიმიტი და სესხის პროცენტიც, რომელიც მთლიანად თქვენზეა მორგებული. რაც მთავარია, არ არსებობს მომხმარებლისთვის დაფარული ხარჯი, რადგან მსესხებელს საქმე ქვეყანაში მოქმედ ყველაზე სანდო საფინანსო ინსტიტუტთან აქვს.

რატომ მივმართოთ თიბისი კრედიტს?

დღეს, როცა ყველა რეკომენდაციაში სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, განსაკუთრებულად აუცილებელი გახდა დისტანციური სერვისებით სარგებლობა. თიბისი კრედიტი მომხმარებელს სრული სერვისის მიღებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს. ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, სესხის მისაღებად საჭირო შემოსავლის დადასტურებაც გამარტივებულია და ასევე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. მსესხებელს თავდების ან გირაოს წარდგენა არ სჭირდება.
ისარგებლეთ თიბისი კრედიტის ონლაინ სესხით და მიიღეთ მომსახურება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად.

rogor-mivigo-moklevadiani-sesxi-tbccreditisgan

როგორ მივიღოთ მოკლევადიანი სესხი თიბისი კრედიტისგან?

დღეს, როცა ბაზარზე მრავალი სხვადასხვა საფინანსო კომპანია უამრავ სხვადასხვანაირ სესხს გვთავაზობს, დამეთანხმებით, რთულია ყველა წარმოდგენილი პროდუქტის დეტალური შესწავლა, თუმცა როცა საქმე ფინანსებს და, მით უფრო, სესხს ეხება, აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება და გარკვევა. თუ თქვენ მოკლევადიანი სესხით ხართ დაინტერესებული, მაშინ საჭირო დროს სწორ ადგილზე მოხვედრილხართ.

რა არის მოკლევადიანი სესხი?

მოკლევადიანი სესხი იგივე სწრაფი სესხია, რომელიც გადახდის შედარებით მოკლე ვადით გამოირჩევა. ასეთი სახის სესხი მინიმუმ ერთი თვით შეგიძლიათ აიღოთ. ხშირად მოკლევადიანი სესხი თანხის მხრივაც მცირე მოცულობის სესხია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლები ხელფასის ჩარიცხვამდე იღებენ. ასეთი სიტუაცია კი ყველასთვის ნაცნობია – ხანდახან მოულოდნელად გვჭირდება თანხა სამკურნალოდ, ხელფასამდე ვერ იცდის გაფუჭებული მანქანა ან სულაც საყვარელ მაღაზიაში დიდი ხნის ნანატრი აქცია დაიწყო. ასეთ დროს მოკლევადიანი სესხი მარტივი გამოსავალია, რომელსაც თიბისი კრედიტი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გასცემს.

როგორ ავიღოთ მოკლევადიანი სესხი TBC Credit-ზე?

თიბისი კრედიტზე მოკლევადიანი სესხის მიღება მარტივი ონლაინაპლიკაციის შევსებით შეგიძლიათ. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი, რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • უნდა გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
  • უნდა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება საბანკო ამონაწერით შეგეძლოთ

განაცხადის განხილვას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება. ამ მარტივი და მოსახერხებელი პროცედურით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 100-დან 30 000 ლარამდე თანხა მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი 48 თვემდე ვადით.

რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ის მოკლევადიან სესხებს?

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი სწრაფი სესხების ონლაინპლატფორმაა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ საქმე  სანდო, გამოცდილ და გამჭვირვალე პირობებით მოქმედ ორგანიზაციასთან გაქვთ. თიბისი კრედიტის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება, ეს ნიშნავს, რომ აქ არ არსებობს მომხმარებლისთვის დაფარული ხარჯი და მოულოდნელი ცვლილებები. მოკლევადიანი სესხებისთვის აქ საუკეთესო პირობები დაგხვდებათ:

  • თიბისი კრედიტი მომხარებელზე მორგებულ და ყველაზე მოქნილ პირობებს გთავაზობთ
  • მოკლევადიანი სესხის პროცენტი ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად ანგარიშდება
  • თიბისი კრედიტი საქართვლოში პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმრებლებს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირება შესთავაზა
  • თიბისი კრედიტის მოკლევადიანი სესხით სარგებლობა უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სესხი, რომელიც ზუსტად ისეთივე გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, როგორც ნებისმიერი სხვა სესხი
  • მოკლევადიანი სესხის გადახდისას ერთდროულად იფარება ძირი და პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის ბოლოს სესხი ავტომატურად ნულდება.

რა პროცესის გავლაა საჭირო მოკლე ვადიანი სესხის მისაღებად?

თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმაზე სესხის განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემებს არა კონკრეტული თანამშრომელი ან კრედიტოფიცერი, არამედ სისტემა განიხილავს ავტომატურად. თუ თქვენ ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, სესხი აუცილებლად დაგიმტკიცდებათ. სისტემის მიერ ასევე  ანალიზდება და განისაზღვრება მისი საპროცენტო განაკვეთი, ხანგრძლივობა, ყოველთვიური გადასახდის რაოდენობა და საერთო საკრედიტო ლიმიტი. განაცხადზე პასუხს კი სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მოკლევადიან სესხებზე?

მოკლევადიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დასაქმებული, მყარი შემოსავლის მქონე პირისთვის, თუმცა მისი გამოყენება არამიზნობრივად და დაუფიქრებლად დაუშვებელია. აუცილებელია გააანალიზოთ, რისთვის გჭირდებათ სესხი, როგორ აპირებთ მის დაფარვას, რამდენად იმოქმედეს ეს სესხი თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოკლევადიანი სესხები, როგორც წესი, სწრაფად იფარება, თუკი მას რეგულარულად და თანმიმდევრულად იხდით. თიბისი კრედიტი სესხის პირობებს თქვენს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას მოარგებს, ახლა კი ჯერი თქვენზეა – შეგიძლიათ სცადოთ!

ra-aris-martivi-sesxi

რა არის მარტივი სესხი?

წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, ხელფასამდე ჯერ დროა დარჩენილი, გადაუდებელი ხარჯი კი არ იცდის. როგორ მოიქცევით? ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი სესხია, რომელიც გამარტივებული პირობებით გაიცემა.

ამ სესხის მიღება შინიდან გაუსვლელად, დისტანციურად, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტის ვებგვერდზე განაცხადის შევსებით უფლება გაქვთ მოითხოვოთ სასურველი ოდენობის თანხა, ამისათვის კი სულ რამდენიმე წუთია საჭირო.

როგორ ავიღოთ მარტივი სესხი TBC Credit-ზე?

თიბისი კრედიტზე მარტივი სესხის აღება ძალიან სწრაფად ხდება. თუ თქვენ ხართ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გაქვთ ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში, ხართ თიბისი ბანკის ან სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო კლიენტი და ამას საბანკო ამონაწერით დაადასტურებთ, შეგიძლიათ თამამად შეავსოთ განაცხადი.

თიბისი კრედიტი არც თვითდასაქმებულებს ზღუდავს – თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ, ნუ დაიხევთ უკან, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტი და ამ გზით მიიღოთ სასურველი ოდენობის სესხი.

რა უპირატესობა აქვს თიბისი კრედიტის მარტივ სესხს?

TBC Credit-ი თიბისი ბანკის ონლაინპლატფორმაა და მაღალი სანდოობითა და სისწრაფით გამოირჩევა, გარდა ამისა:

  • აქ მარტივი სესხის აღება ზუსტად იმ პირობებით შეგიძლიათ, როგორც საბანკო ფილიალში
  • სესხის საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად გამოითვლება განმცხადებლის საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლების გათვალისწინებით
  • პროცენტი და სესხის ძირითადი თანხა ერთად იფარება, ვადის ბოლოს კი სესხი ნულდება
  • მარტივი სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი

აღსანიშნავია ისიც, რომ TBC Credit-ზე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან 37%-მდეა, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 25%-დან 47%-მდე მერყეობს. თუმცა თიბისი კრედიტი საკრედიტო ლიმიტს და საპროცენტო განაკვეთს ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რა ოდენობის თანხის მიღება არის შესაძლებელი?

TBC Credit-ზე ონლაინგანაცხადში შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი 100-დან 30 000 ლარამდე 48 თვის ვადით.  თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, იმაზე მეტი თანხაც დაგიმტკიცდეთ, ვიდრე მოითხოვეთ., თუმცა, ცხადია, ამ თანხის გამოყენება თქვენსავე სურვილზეა დამოკიდებული.

რა პროცესის გავლაა საჭირო მარტივი სესხის მისაღებად?

მარტივი სესხის მისაღებად სწრაფი პროცედურის გავლაა საჭირო:

  • უნდა შეხვიდეთ TBC Credit-ის ვებგვერდზე და აირჩიოთ „მოითხოვე თანხა“
  • შესაბამის ველში ჩაწეროთ, რა ოდენობის თანხის მიღება გსურთ სესხად (100 ლარიდან 50 000 ლარამდე)
  • გაიაროთ მარტივი იდენტიფიკაცია თქვენი პირადი და მობილურის ნომრით და მიჰყვეთ ინსტრქუციას

იდენტიფიკაციის ეს პროცესი რამდენიმე წუთზე მეტს არ მოითხოვს. მოთხოვნილი თანხის დადასტურებასაც ამდენივე წუთი დასჭირდება. ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივია.

 

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ მარტივ სესხებზე?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივი სესხის ხანგრძლივობა 48 თვეა და მისი საპროცენტო განაკვეთი თქვენსავე საბანკო ისტორიაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ აღებული სესხის დაფარვას ვერ ახერხებთ, TBC Credit-ი რეფინანსირების საშუალებას გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მარტივი სესხის გადაფარვა ახალი სესხით შეგიძლიათ. ახალი სესხის ხანგრძლივობა 36 თვეა, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 41%. თუმცა ამ პირობით სარგებლობისას აუცილებელია მსესხებელს 11 თვე მაინც ჰქონდეს დაფარული, ვადაგადაცილება კი 60 დღეს არ აღემატებოდეს.

მარტივი სესხის მოთხოვნისას უნდა გახსოვდეთ, რომ ამით დამატებით ვალდებულებას იღებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და TBC Credit-ის წინაშე. სწორედ ამიტომ, განაცხადის შევსებამდე, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა თანხა და თუ გჭირდებათ, რა ოდენობის სესხის აღება გსურთ.

onlain sesxebi

ონლაინ სესხები 1 წუთში | საუკეთესო პირობებით – TBC Credit

TBC Credit გთავაზობთ ონლაინ სესხების აღებას გამარტივებული პირობებით. შეავსე განაცხადის მარტივი ფორმა და მიიღე სესხი ძალიან სწრაფად.

dabalprocentiani-sesxi

დაბალპროცენტიანი სესხი თიბისი კრედიტისგან

გაუთვალისწინებელი ხარჯების თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს დაბალპროცენტიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია. თუ თქვენ თქვენზე მორგებულ პირობებს ეძებთ, მაშინ  აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რა ტიპის სესხს გთავაზობთ თიბისი კრედიტი.

როგორ  მივიღოთ დაბალპროცენტიანი სესხი

ონლაინსესხების ციფრული პლატფორმა – თიბისი კრედიტი სწრაფ, მარტივ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ. აქ შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინრეჟიმში მიიღოთ სესხი თქვენი საჭიროებებისთვის. განაცხადის შესავსებად სულ რამდენიმე წუთია საჭირო, პასუხს კი დაუყოვნებლივ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ.

თიბისი კრედიტზე სესხის ასაღებად საჭიროა, რომ თქვენ:

  • იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
  • გქონდეთ მუდმივი სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება საბანკო ამონაწერით ან სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტით შეძლოთ

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ 100-დან 30 000 ლარამდე სესხი მაქსიმუმ 48 თვის ვადით.

თიბისი კრედიტი, სხვა ანალოგიურ მიკროსაფინანსო თუ საბანკო ორგანიზაციებთან შედარებით, ყველაზე დაბალპროცენტიან სესხს გთავაზობთ. ონლაინკრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან 37%-მდე მერყეობს, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 25%-დან 47%-მდეა. რიცხვებში ზედმეტად რომ არ დაიბნეთ, მოდით, ავხსნათ  როგორ დაითვლება თქვენს კრედიტზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.

დაბალპროცენტიანი სესხიმითი თუ რეალობა?

დაბალპროცენტიანი სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თიბისი კრედიტზე სესხის განაცხადის განხილვისას თქვენთვის ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ლიმიტი და საპროცენტო განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აანალიზებს თქენს ყოველთვიურ შემოსავალს, მის სტაბილურობას, ამოწმებს თქვენს საკრედიტო  ისტორიას და რეიტინგს, ასევე ამოწმებს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და ამის შემდეგ გიმტკიცებთ თქვენზე მორგებულ, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ სესხს ინდივიდუალური პირობებით. აქედან გამომდინარე, თქვენთვის სრულიად შესაძლებელი ხდება მიღებული სესხის სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ დაფარვა.

ინდივიდუალურად დამტკიცებული საპროცენტი განაკვეთი კი არის მომხმარებლის  ფინანსური რესურსის და მდგომარეობის გათვალისწინებით გამოთვლილი, მაქსიმალურად მასზე მორგებული რიცხვი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ მიმდინარე ფინანსური სტატუსით  ყველაზე დაბალპროცენტიან სესხს, რისი აღებაც საფინანსო კომპანიებშია შესაძლებელი.

რატომ ავირჩიოთ თიბისი კრედიტი?

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი ონლაინსესხების პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით მოქმედებს. აქ ყველა პირობა  ღია და გამჭვირვალეა, მომხმარებლისთვის არ არსებობს დაფარული ხარჯი და თქვენ დაზღვეული ხართ მოულოდნელი უსიამოვნო ცვლილებებისგან. თიბისი კრედიტი მომხარებელზე ორიენტირებულ, მოქნილ და მოსახერხებელ პირობებს გთავაზობთ:

  • სესხის გადახდისას თქვენ ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის ბოლოს სესხი ავტომატურად ნულდება
  • თიბისი კრედიტი პირველი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც მომხმარებლებს სწრაფ სესხებზე რეფინანსირების სერვისი შესთავაზა
  • თიბისი კრედიტი ქვეყნის ნომერ პირველი ბანკის – თიბისის მიერ შექმნილი კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ საქმე სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციასთან გაქვთ
  • თიბისი კრედიტის მიერ გაცემული სესხი პირობების მიხედვით არაფრით განსხვავდება თიბისი ბანკის ფილიალში აღებული სესხისგან. აქედან გამომდინარე, მიღებული სესხი უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე.

ონლაინსესხის მიღება დღეისათვის სირთულეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს. ისღა დაგრჩენიათ დაბალპროცენტიანი სესხის აღებამდე გულდასმით შეისწავლოთ სხვადასხვა საფინანსო კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირობები, შეადაროთ და გააანალიზოთ ყველა დეტალი, გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელ ორგანიზაციას მიმართოთ სესხითვის. ჩვენ კი გვჯერა, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნამდვილად სწორ  გადაწყვეტილებას მიიღებთ!

internet-sesxebi

რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტსესხებზე?

სესხებზე საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირად მომხმარებელს სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რის გამოც ფილიალში მისვლა ვერ უხერხდება – ეს შეიძლება იყოს დროის სიმცირე ან, თუნდაც, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრების გადაულახავი შიში. ასეთ დროს კი სესხის დისტანციურად მიღება საუკეთესო ვარიანტია.

რა არის ინტერნეტსესხი?

სესხის მიღება დღეს უკვე დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურების გარეშეა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ინტერნეტსესხის სერვისი, რომელიც მარტივად, ონლაინრეჟიმში გაიცემა.

სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი ჩვენგანი ახერხებს თვიდან თვემდე, განსაზღვრული და გადაუდებული გადასახადების ფონზე, დაზოგოს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ მოულოდნელი ხარჯებისთვის მზად იყოს. გაუთვალისწინებელი მომენტებისთვის დღეს ინტერნეტსესხი არსებობს.

სად მივიღოთ ინტერნეტსესხი?

თუ თქვენ სტაბილური შემოსავალი გაქვთ, მაგრამ თანხას ვერ ზოგავთ, TBC Credit-ი თქვენ განკარგულებაშია. თიბისი ბანკის მიერ შექმნილ ინტერნეტსესხების პლატფორმაზე 100-დან 30 000 ლარამდე სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტი გთავაზობთ თქვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებულ სესხს, ეს კი ნიშნავს სპეციალურად თქვენთვის დაანგარიშებულ საპროცენტო განაკვეთს და გადახდის  მოქნილ პირობებს.

როგორ მივიღოთ ინტერნეტსესხი თიბისი კრედიტზე?

თიბისი კრედიტზე ინტერნეტსესხის მისაღებად მხოლოდ მარტივ განაცხადს შეავსებთ,  რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და პასუხს დაუყოვნებლივ მიიღებთ. სესხის მისაღებად კი აუცილებელია:

 

  • იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • გქონდეთ მიმდინარე ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
  • საჭიროებისამებრ, შეგეძლოთ წარმოადგინოთ საბანკო ამონაწერი
  • თვითდასაქმების შემთხვევაში, სამუშაო ადგილას მიიღოთ ბანკის წარმომადგენელი

 

ზოგადი პირობებით, ინტერნეტსესხებზე განსაზღვრულია 21%-დან 37% წლიური საპროცენტო განაკვეთი, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25%-დან 47%-მდეა, თუმცა, მსესხებლის შემოსავლის, მიმდინარე ფინანური მდგორმარეობის და საკრედიტო ისტორიის გაანალიზების შემდეგ, თიბისი კრედიტი თქვენზე მორგებულ, ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთს და საკრედიტო ლიმიტს დაგიმტკიცებთ.

რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ის ინტერნეტსესხს?

თიბისი კრედიტი საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად მოქმედი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ღია და გამჭვირვალე პირობებით გამოირჩევა.  მომხმარებლის  ინტერესებზე ზრუნვა კარგად ჩანს ინდივიდუალურად მორგებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

  • ყოველთვიური გადახდისას, ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, რაც ვადის გასვლის ბოლოს, სესხის ავტომატურად განულებას ნიშნავს
  • თიბისი კრედიტზე შეგიძლიათ სესხი 48 თვემდე ვადით აიღოთ. გრძელვადიანი სესხი ყოველთვიურ დაბალ შენატანს გულისხმობს, რის გამოს მისი გადახდა მარტივი და მოსახერხებელია
  • გადახდის სირთულის შემთხვევაში, შეგიძლიათ სესხის რეფინანსირების სერვისით ისარგებლოთ
  • თიბისი კრედიტზე აღებული სესხი უარყოფითად არ მოქმედებს თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან სესხი ონლაინპლატფორმასა თუ თიბისი ბანკის ფილიალში, ერთი და იგივე პირობებით გაიცემა.

ინტერნეტსესხი მოულოდნელი ფინანსური პრობლემების თუ დაუგეგმავი ხარჯების დაფარვის კარგი საშუალებაა, თუმცა სესხის მიღებამდე ჯობს კარგად დაფიქრდეთ – ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს თანხა და მისი დროულად გადახდა თუ შეგიძლიათ, ამის შემდეგ კი აუცილებელია სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე საფინანსო ორგანიზაცია შეარჩიოთ, ისეთი, როგორიც თიბისი კრედიტია.

mikrosesxi tbc creditisgan

მიკროსესხი თიბისი კრედიტისგან

გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაუგეგმავი და მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობი თემაა. სწორედ ასეთი მომენტებისთვის არსებობს მიკროსესხი, რომელიც შეგვიძლია საფინანსო კომპანიებისგან სწრაფად და მარტივად მივიღოთ.

რა არის მიკროსესხი?

მიკროსესხი მცირე მოცულობის სესხია. სხვა სტანდარტულ სესხებთან შედარებით, მიკროსესხს გადახდის  მოკლევადიანი პერიოდი აქვს.  მის მისაღებად სულ რამდენიმე წუთია საჭირო, რადგან გამარტივებული პირობებით გაიცემა. განაცხადის გაკეთება ონლაინრეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. როცა ხელფასამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და მოულოდნელად თანხა დაგვჭირდება, შესაძლოა ჩვენთვის მიკროსესხი  საუკეთესო გამოსავალი იყოს.

როგორ ავიღოთ მიკროსესხი TBC Credit-ზე?

TBC Credit-ი მიკროსესხების ონლაინპლატფორმაა, სადაც განაცხადის შევსება დისტანციურად, ონლაინრეჟიმში შეგიძლიათ. აქ მომხმარებელს მინიმუმ 100 ლარის, ხოლო მაქსიმუმ 30 000 ლარის მიღება, მაქსიმალური, 48 თვის ვადით შეუძლია.

იმისათვის, რომ თიბისი კრედიტის მიკროსესხით ისარგებლოთ, რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • უნდა გქონდეთ თიბისი ბანკში ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი
  • უნდა იყოთ თიბისი ბანკის ან სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება ანგარიშის ამონაწერით შეგეძლოთ

რა უპირატესობა აქვს თიბისი კრედიტის მიკროსესხს?

ნებისმიერი სახის სესხის მიღებამდე აუცილებელია სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობები ერთამენთს შევადაროთ, ყველა საჭირო ინფორმაცია მივიღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვოტოთ, რომელ კოპანიას მივმართოთ სეხის მისაღებად. თიბისი კრედიტი სწრაფი სესხების ბაზარზე მოქმედი სანდო, გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომანიაა. ამაში კი თავად დარწმუნდებით, თუ გაითვალისწინებთ, რომ:

  • TBC Credit-ზე თითოეული სესხის ლიმიტი და საპროცენტო განაკვეთი ყოველი მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება
  • სესხის განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს და პასუხს, ფაქტიურად, დაუყოვნებლივ იღებთ
  • თქვენ ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, რაც იმას ნიშნავს რომ ვადის ბოლოს სეხი ავტომატურად ნულდება
  • თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმაზე გაცემული სესხი, პირობების მიხედვით, არაფრით განსხვავდება ბანკის ფილიალში მიღებული სესხისგან. ამით კი იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ თითქოს მსგავსი ტიპის მიკროსესხები უარყოფითად მოქმედებს მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე
  • თიბისი კრედიტი ბაზარზე ყველაზე მოქნილი და მომხარებელზე მორგებული პირობებით გამოირჩევა
  • თიბისი კრედიტი პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს სესხის რეფინანსირება შესთავაზა
  • თიბისი კრედიტის უკან ქვეყნის ნომერ პირველი – TBC ბანკი დგას და თქვენ საქმე გამჭვირვალე და ღია სისტემასთან გაქვთ.

აქვს თუ არა მნიშვნელობა საკრედიტო ისტორიას?

მიკროსესხის მისაღებად თიბისი კრედიტი თქვენს საკრედიტო ისტორიას ამოწმებს. დადებითი საკრედიტო ისტორია მესესხებლის პლუსია, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა ახლანდელ ფინანსურ მდგომარეობას ენიჭება. სესხის მისაღებად აუცილებელია სტაბილური შემოსავლის წყაროს არსებობა, რითაც მსესხებლის გადახდისუნარიანობა ფასდება, ეს ინფორმაცია კი საჭიროა იმისთვის, რომ გაანალიზდეს  და განისაზღვროს სესხის საპროცენტო განაკვეთი, ხანგძლივობა, ყოველთვიური გადასახდის რაოდენობა და საერთო საკრედიტო ლიმიტი. ეს ყველაფერი კი ისევ მსესხებლის ინტერესებს ემსახურება, რომ მიღებული მიკროსესხი მას დიდ ტვირთად არ დააწვეს.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ მიკროსესხის მისაღებად?

მიკროსესხი მცირე მოცულობის თანხაა, თუმცა მის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მაინც საჭიროა:

  • სესხს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს – აუცილებელია, რომ ასაკით 20-დან 62 წლამდე იყოთ
  • აუცილებელია სტაბილური შემოსავალი გქონდეთ
  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • უნდა გქონდეთ საბანკო ანგარიში

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მიკროსესხის შესახებ?

მიკროსესხის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ მისი უძრავი თუ მოძრავი ქონებით ურზუნველყოფა, თავდების მოძებნა და სხვა რთული პროცედურები, რასაც ბანკები სტანდარტულად ითხოვენ. მიკროსესხები მარტივი და ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინც გმართებთ. დაწვრილებით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას, მიიღეთ ინფორმაცია მისი გადავადების თუ რეფინანსირების შესახებ. ასევე გაითვალისწინეთ სესხის მიზნობრიობა, თქვენ არავინ გკითხავთ რაში აპირებთ მიღებული თანხის დახარჯვას, მაგრამ თავად უნდა გქონდეთ გარკვეული, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა სესხი. მოითხოვეთ სრული ინფორმაცია, გაეცანით დეტალებს, დასვით კითხვები და არჩევანი სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე საფინანსო კომპანიაზე შეაჩერეთ, რათა მოსალოდნელი პრობლემები თავიდან აირიდოთ.

rogor shevafasot sesxis gamcemi organizacia

როგორ შევაფასოთ სესხის გამცემი ორგანიზაცია

ის, რომ კარგი სესხი მხოლოდ სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაშია ხელმისაწვდომი, უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ახლა კი, მოდით, ის კრიტერიუმები განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის შეფასებას და იმის გარკვევას შევძლებთ, ის ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა.

როდესაც საქმე სასესხო პროდუქტებს ეხება, პირველი კრიტერიუმი, რითაც პროდუქტს და მის გამცემ ორგანზიაციას ვაფასებთ, საპროცენტო განაკვეთია, თუმცა, დროთა განმავლობაში და ბაზარზე არსებული უდიდესი კონკურენციის ფონზე, აღმოჩნდა, რომ პროდუქტის და ორგანიზაციის შესაფსებისთვის მხოლოდ ეს ზემოთ ხსენებული კრიტერიუმი  საკმარისი სულაც არ არის, მაგრამ, ჩვეულ სტანდარტებს  ძალიან ნუ ავცდებით და ჩავთვალოთ, რომ შეფასების პირველი პარამეტრი საპროცენტო განაკვეთია: კარგად ჩაეძიეთ ციფრებს და შეადარეთ ისინი ერთმანეთს.

ნუ ენდობით მხოლოდ მსხვილად დაწერილ, სარეკლამო მესიჯად გამოყენებულ მიმზიდველ პროცენტს, რადგან მის უკან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმალება, ის რეალური პროცენტი, რაც სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მოიცავს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა შედის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში და რისგან შედგება ის ხარჯი, რასაც სესხის გამცემი ორგანიზაცია გვაკისრებს.   სესხის აღების დროს მიზანშეწონილი არ არის თანხა ისეთ სერვისებში ვიხადოთ, როგორიც სესხის ხელშეკრულების დამზადება ან  ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაა.

კარგ ორგანიზაციაში სესხის მთხოვნასთან, დამტკიცებასთან და აღებასთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალეა. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ თითოეული იმ ინფორმაციის დანიშნულება, რასაც ბანკს აწვდით. პირობითად, როდესაც ბანკი თქვენგან ისეთ ინფორმაციას ითხოვს, როგორიცა ფინანსურად თქვენზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობაა, ის ცდილობს განსაზღვროს, რა თავისუფალი თანხა შეიძლება გრჩებოდეთ ყოველთვიურად და ამის მიხედვით დაგიგეგმოთ ახალი სესხის ფეიმენთი. პასუხს – „ამ ინფორმაციას რისთვის ვიყენებთ, კონფიდენციალურია“,  სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაში, დიდი ალბათობით, ვერასდროს მოისმენთ.

როდესაც საქმე ონლაინ ანუ სწრაფ სესხებს ეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის გამოცდილებას და სესხის გამცემი პლატფორმის ვიზუალურ მხარეს, ისევე, როგორც პროცესის სიმარტივეს და მოქნილობას. პროდუქტი, რომლის შექმნის არსი სისწრაფე და მობილურობა იყო და არის, არ შეიძლება მომხმარებელს სესხის ასაღებად ხანგრძლივ, გაუკრვეველ და რთულ მოგზაურობაში იწვევდეს. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაუშვათ, რომ იმ პლატფორმაზე, სადაც ვებგვერდზე გამოტანილი პროცესი არ არის მობილური,  სესხის დამტკცების პროცესი ორჯერ მეტად არამობილური იქნება.

სანამ სესხს აიღებთ,  მისი გამცემი ორგანიზაციის შესახებ აზრი სხვებსაც ჰკითხეთ – ძალიან რთულია ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებლების მხრიდან ერთხმად მოიპოვოს დადებითი შეფასება, და თუ ის მოიპოვა, ესე იგი, დაიმსახურა.

სერვისის კარგი მომწოდებელი არასდროს არის ორიენტირებული მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე და მისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაყიდვის პროცესის დასრულებით არ სრულდება.  როდესაც საქმე სესხს ეხება, კარგი კომპანია მისი დაფარვის პროცესში და მომხმარებლის კმაყოფილებაში ისეთივე ძალისხმევას დებს, როგორსაც გაყიდვების სტიმულირებაში დებდა: შემახსენებლი შეტყობინებები და ზარები, სესხის რეფინანსირების შეთავაზება და ა.შ….  თუ სესხის აღების შემდეგ კომპანია თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ ქრება, „კომპანიის პატიოსნებაში“ ეჭვის შესატანად ეს უკვე დიდი საბაბია.

მოკლედ, გახსოვდეთ შემდეგი კრიტერიუმები, რითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის      შეფასებას შეძლებთ:

  • მომხმარებლის უფლებები-აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ორგანიზაციაში რამდენად იცავენ თქვენს უფლებებს და რამდენად გამჭვირვალეა სესხის აღების პროცესის თითოეული ნაბიჯი;
  • პოპულარობა და რეპუტაცია – გაითვალისწინეთ სხვა მომხმარებლის მოსაზრება და რჩევა.
  • მომხმარებლის გამოცდილება და ვიზუალური მხარე – ეს პარამეტრი განსაკუთრებით   ონლაინსესხების კომპანიებისთვის არის  მნიშვნელოვანი: შეაფასეთ, კომპანია ვებზე რამდენად მარტივ და მოქნილ პროცესს გთავაზობთ, რადგან თუ პროცესი რთული და გაუგებარია, სესხის დამტკიცების და გაცემის პროცედურა უფრო მეტად რთული და ჩახლართული იქნება.
  • პროცენტები, პირობები და სესხთან დაკავშირებული დეტალები: სესხის გამცემი კარგი ორგანიზაცია სესხის მნიშვნელოვან დეტალებს არასდროს მალავს და ამის გასავრცელებლად არასდროს იყენებს იმდენად წვრილ შრიფტს, წაკითხვა რომ ვერ შეძლოთ.
swrafi sesxi 2000 lariani sesxis misagebad

სწრაფი სესხი 2000 ლარამდე

მონაცემთა ანალიტიკა და სტატისტიკა გვიდასტურებს, რომ  სესხი 2000 ლარამდე, დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადია. საქმე თანხის მოცულობაშია: ყველაზე ხშირად მსესხებლებს მოკლე ვადით, ხელფასიდან ხელფასამდე საჭიროების შესავსებად, სწორედ ამ ოდენობის თანხა სჭირდებათ. მიზეზი მარტივია: სწრაფი სესხები მაღალბიუჯეტიანი მიზნების მისაღწევად და მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად არ არის განკუთვნილი.

როგორ მივიღოთ 2000 ლარამდე სესხი მარტივად?

2000 ლარამდე სესხები სტანდარტულად, მარტივად და დისტანციურად გაიცემა. ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე სესხის მისაღებად განაცხადი ივსება, რომელიც მარტივი ველებისგან შედგება. განაცხადის განხილვა ავტომატურად ხდება და რამდენიმე წამში მსესხებელი იღებს პასუხს, დაუმტკიცდა თუ არა მთხოვნილი თანხა. სესხი მსესხებლის ანგარიშზე, ასევე რამდენიმე წამში აისახება. იმ მომხმარებლებს,  ვისაც სესხის მისაღებად საჭირო ანგარიში არ აქვთ, მხოლოდ ერთი კლიკით, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ საჭირო ანგარიშის გახსნა. 2000 ლარამდე სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა სულაც არ გამორიცხავს შედარებით მაღალთანხიანი სესხის ასევე მარტივ ხელმისაწვდომობას – სესხის მოთხოვნის, დამტკიცების და გაცემის პროცედურა იდენტურია 30 000 ლარამდე ნებისმიერი თანხისთვის.

ვის შეუძლია სესხის მიღება TBC Credit-ზე?

სესხების ციფრულ პლატფორმაზე, 2000 ლარამდე სესხის, ისევე, როგორც 30 000 ლარამდე ნებისმიერი მოცულობის სესხის მიღება, საქართველოს 20 წლიდან 62 წლამდე მოქალაქეს შეუძლია, ვისაც თიბისი ბანკში ერთი აქტიური ანგარიში აქვს, ანუ არის თიბისი ბანკის მომხმარებელი.

სესხი 2000 ლარამდე, და ზოგადად, სასწრაფო სესხის კატეგორიის სესხები, მორგებულია მეტნაკლებად ყველა ასაკის და შემოსავლის მქონე მსესხებელზე. სესხის მიზნობრიობა, ძირითადად, მოულოდნელად წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

რა არის საჭირო 2000 ლარიანი სესხის მისაღებად?

2000 ლარიანი სესხის მისაღებად, საჭიროა მსესხებელს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან და  მოწყობილობა, საიდანაც შეძლებს ვებგვერდზე შესვლას. რაც შეეხება სესხის გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სისტემამ შესაძლოა მომხმარებელს შემოსავლების დადასტურება მოსთხოვოს, ამიტომ საჭიროა მსესხებელს ხელფასი თიბისი ან სხვა ბანკში ერიცხებოდეს ან საზღვარგარეთიდან იღებდეს გზავნილს და ამის დადასტურებაც შეეძლოს. პროცესი თვითდასაქმებული მსესხებლების სიტუაციასაც ითვალისწინებს და მათ სთავაზობს ალტერნატივას, შემოსავალი დაადასტურონ საქმიანობის ადგილზე ვიზიტის მოთხოვნთ, სადაც საქმიანობის ამსახველი ფოტოების გადაღება და შემოსავლის ამგვარად დადასტურება მოხდება.

რა ვადით არის შესაძლებელი სესხის მიღება?

სწრაფი სესხი  2000 ლარამდე, ისევე, როგორც  ნებისმიერ თანხა 100-დან  30 000 ლარამდე, ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე შესაძლებელია  48 თვის ვადით ისესხოთ. სესხის ვადა ფიქსირებულია და მას სტანდარტულად 48 თვის ვადით იღებთ, თუმცა დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი – სესხის აღებიდან რამოდენიმე საათშიც კი.

რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ს?

სესხების ციფრული პლატფორმა მსესხებელს მრავალ ბენეფიტს სთავაზობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, სესხის საპროცენტი განაკვეთია: სესხის ონლაინხელმისაწვდომობა არანაირად არ განსაზღვრავს სესხის მარჟას, სესხი ფილიალშიც და ვებზეც ერთნაირი პირობებით შეგიძლიათ აიღოთ.

სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება, ეს უკანასკნელი კი მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მღების წყაროზეა დამოკიდებული

სწრაფი სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძირი და პროცენტი ერთოდროულად იფარება.

დაბოლოს,  ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე სესხები, სწრაფი სესხების კატეგორიაში,  ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთშია ხელმისაწვდომი.

sanam sesxs aigebt

სანამ სესხს აიღებთ

გადაწყვეტილებას, ავიღოთ თუ არა სესხი, უმეტეს წილად ძალიან სპონტანურად ვიღებთ. ამისკენ ხშირად პოზიტიური ემოციები გვიბიძგებს – მოგვეწონება მაღაზიაში ლამაზი ნივთი და საკუთარ ფინანსებზე კონტროლს ვკარგავთ. სესხის აღებას  კი ზოგჯერ გაუთვალიწინებელი სიტუაციების დაძლევის შიში „გვაიძულებს“. გვეშინია ყველაფრის, რაც არ გვაქვს დაგეგმილი და რაც ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

თუ საქმე მაღალლიმიტიან სესხებს არ ეხება, მაგალითად, ისეთს, როგორიც იპოთეკურია,  სესხის აღებას წინასწარ იშვიათად ვგეგმავთ და ასევე ნაკლებად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მის აღებას ახლავს თან.

სესხი, იმის მიუხედავად, სწრაფი სესხის კატეგორიას განეკუთვნება, მაღალლიმიტიანია თუ მცირეთანხიანია, სესხია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ნასესხები თანხა მსესხებელთან ანუ ბანკში დავაბრუნოთ.

თანხა ისევე სწრაფად რომ ხდება დასაბრუნებელი, როგორც იხარჯება, ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით კარგად იცის, იშვიათად თუ მოიძებნება ჩვენგარშემო ისეთი ადამიანი, ვისაც ყოველივე ეს საკუთარ თავზე  გამოცდილი არ აქვს.

ახლა, როცა სესხის აღება მკაცრად კონტროლირებადი პროცესი და რთულად მიღწევადი გახდა,   ყველა სარეკლამო ტიპის შეტყობინება თუ შეთავაზება, რომელიც მისი აღებისკენ მოგვიწოდებს, კიდევ უფრო მაცდურად  ჟღერს. სესხის აღება-არ აღება არც არასდროს ყოფილა დიდი ფიქრის და განხილვის საგანი, თუმცა ახლა, იმ იმედით, რომ ყოველი გამოგზვნილი ტექსტური შეტყობინება სესხის აღების უკანასკნელი შანსია, ჩვენ  ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვდგამთ, სწრაფად ვავსებთ სესხის განაცხადს და ველოდებით, თანხა ანგარიშზე როდის  ჩაირიცხება.

დიალოგი საკუთარ თავთან

რთულია, შევცვალოთ ჩვენი ქცევა, მით უმეტეს, მცირე დროში, თუმცა არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელზეც დაფიქრება და პასუხის გაცემა დაგვეხმარება სესხის აღების გადაწყევტილების   პროცესი უფრო რაციონალური გავხადოთ:

რისთვის ვსესხულობთ თანას?

კარგად გაიზარეთ, რისთვის სესხულობთ თანხას, ხომ არ შეიძლება მოცდა, საჭირო თანხის საკუთარი რესურსით დაგროვება და სასურველი ნივთის შემდეგ შეძენა. თანხის შეგროვება უნარია, რომელიც ადამიანს ან აქვს ან საკუთარ თავზე დიდ მუშაობას საჭიროებს.

არ ისესხოთ იმ ოდენობის თანხა, რისი დაბრუნებაც თქვენთვის რთული წარმოსადგენია

განსაზღვრეთ, რამდენად შეძლებთ ყოველთვიურად იმ თახის გადახდას, რაც სესხის დასაფარად არის საჭირო, გააკეთეთ თქვენი შემოსავლების და გასავლების ბიუჯეტირება და ნახეთ, გყოფნით თუ არა ფინანსური რესურსი ფეიმენთისთვის.

შეეცადეთ თანხა მცირე დროით ისესხოთ

ერთის მხრივ მაცდურია, როდესაც შეგიძლია სურვილები აირულო დღეს და სესხის დასაფარად მცირე თანხები დიდი ხნის მანძილზე იხადო. ასეთი სქემა, ერთის მხირვ, თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა გრძელვადიან პერსეპქტივაში  თქვენს საფულეზე ნეგატიურად აისახება.

გაითვალისწინეთ, რომ თანხა სესხის დასაფარად რეგულარულად და დროულად უნდა შეიტანოთ

თუ არ გაქვთ სტაბიულური შემოსავალი და არ იცით ყოველთვე  რა რესურსით შეიტანთ დასაფარ თანხას, სესხს ნუ აიღებთ, რადგან „რაღაც იქნება“ – მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს…

„კარგი სესხი“ მხოლოდ  სესხის გამცემ „კარგ ორგანიზაციაშია“ ხელმისაწვდომი

პასუხსიმგებლობით უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ სესხის აღების და დაფარვის საკითხს, არამედ სესხის გამცემი ორგანიაციის შერჩევასაც, რადგან, სესხი რა  გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე, დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებით გაქვთ ის აღებული და თქვენი უფლებები რამდენადაა დაცული.

ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ონლაინ

გაციფრულების როლი ჩვენს ცხოვრებაში

გაციფრულება-ეს ის სიტყვაა, რომელიც დღესდღეობით განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა: სოციალიზაციის ეტაპებს ონლაინ რეჟიმში გავდივართ, ინფორმაციას ციფრული არხებიდან ვიღებთ, ისეთ საბაზისო მოთხოვნილებასაც კი, როგორიც შიმშილია, ხშირად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვიკმაყოფილებთ. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ როგორ გაგვიმარტივა გაციფრულებამ ფინანსური სერვისებით სარგებლობა: ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სწრაფი ანუ ონლაინ სესხები, არსებული სესხების რეფინანსირება ონლაინ, ელექტრონული საფულეები, ონლაინ განვადება, ონლაინ ოპოთეკა და ა.შ.

„გაციფრულება“-ეს ცვლილებების დიდი ჯაჭვია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცვლის  მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესს და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას უამრავი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები  უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობენ სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით. სწრაფი სესხები ამის კარგი მაგალითია, რამდენიმე წუთში, დისტანციურად შეგვიძლია  ავიღოთ სესხი  და ასევე, დისტანციურად დავაბრუნოთ ნასესხები თანხა უკან.

გაციფრულება მომავალია! 2019 წელს ფინანსურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება შემდეგი მიმართულებები:

  • მობაილბანკი
  • მობილური გადახდები
  • ინტერნეტ ბანკი
  • მობილური აპლიკაციები
  • BIG DATA -მონაცემთა შეგროვება და დამუშავება
  • ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა

ონლაინ სესხები

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურმა სერვისებმა ჩვენს თვალსა და ხელს შუა განიცადეს ტრანსფორმაცია და არც კი გვახსოვს, როდის გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში საბანკო ბარათები, ბანკომატები და მობილურ ტელეფონებში მობაილ ბანკი, ფინანსური სექტორი ტრადიციული მომსახურების ფორმისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილ სექტორად  ითვლება, ამ ბაზრის გაციფრულება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია.

 როდესაც საქმე საბანკო თუ სხვა ფინანსური მომსახურების მიღებას ეხება, სანდოობა  მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  პარამეტრია. საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა  გაციფრულებული ფინანსური სექტორისთვის მომხმარებლის ნდობის მოპოვება, გაჩნდა უამრავი არასწორი სტერეოტიპი, რომელიც ყველა მწვავედ ონლაინ სესხებს შეეხო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  ამ სექტორს ძალიან დიდი და მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია, ეს პრობლემაც მარტივად გადაჭრადი აღმოჩნდა: ამის კარგი მაგალითია თიბისი კრედიტი, tbccredit.ge თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმა, სადაც სესხის აღების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. პლატფორმა მომხმარებელს  ონლაინ დახმარებას,  ბევრ მინიშნებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზებს სთავაზობს.

დღესდღეობით   სიტყვა „ონლაინ „მხოლოდ სესხის აღების არხს, სისწრაფეს და სიმარტივეს აღნიშნავს და არანაირად არ წარმოადგენს სესხის მარჟისა და ხარისხის განმსაზღვრელ პარამეტრს. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება  კი გვჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება ციფრული საბანკო  პროდუქტების მიმართ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება.