რა არის მარტივი სესხი?
წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, ხელფასამდე ჯერ დროა დარჩენილი, გადაუდებელი ხარჯი კი არ იცდის. როგორ მოიქცევით? ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი სესხია, რომელიც გამარტივებული პირობებით გაიცემა.
ამ სესხის მიღება შინიდან გაუსვლელად, დისტანციურად, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტის ვებგვერდზე განაცხადის შევსებით უფლება გაქვთ მოითხოვოთ სასურველი ოდენობის თანხა, ამისათვის კი სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
როგორ ავიღოთ მარტივი სესხი TBC Credit-ზე?
თიბისი კრედიტზე მარტივი სესხის აღება ძალიან სწრაფად ხდება. თუ თქვენ ხართ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გაქვთ ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში, ხართ თიბისი ბანკის ან სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო კლიენტი და ამას საბანკო ამონაწერით დაადასტურებთ, შეგიძლიათ თამამად შეავსოთ განაცხადი.
თიბისი კრედიტი არც თვითდასაქმებულებს ზღუდავს – თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ, ნუ დაიხევთ უკან, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტი და ამ გზით მიიღოთ სასურველი ოდენობის სესხი.
რა უპირატესობა აქვს თიბისი კრედიტის მარტივ სესხს?
TBC Credit-ი თიბისი ბანკის ონლაინპლატფორმაა და მაღალი სანდოობითა და სისწრაფით გამოირჩევა, გარდა ამისა:
- აქ მარტივი სესხის აღება ზუსტად იმ პირობებით შეგიძლიათ, როგორც საბანკო ფილიალში
- სესხის საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად გამოითვლება განმცხადებლის საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლების გათვალისწინებით
- პროცენტი და სესხის ძირითადი თანხა ერთად იფარება, ვადის ბოლოს კი სესხი ნულდება
- მარტივი სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი
აღსანიშნავია ისიც, რომ TBC Credit-ზე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან 37%-მდეა, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 25%-დან 47%-მდე მერყეობს. თუმცა თიბისი კრედიტი საკრედიტო ლიმიტს და საპროცენტო განაკვეთს ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
რა ოდენობის თანხის მიღება არის შესაძლებელი?
TBC Credit-ზე ონლაინგანაცხადში შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი 100-დან 30 000 ლარამდე 48 თვის ვადით. თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, იმაზე მეტი თანხაც დაგიმტკიცდეთ, ვიდრე მოითხოვეთ., თუმცა, ცხადია, ამ თანხის გამოყენება თქვენსავე სურვილზეა დამოკიდებული.
რა პროცესის გავლაა საჭირო მარტივი სესხის მისაღებად?
მარტივი სესხის მისაღებად სწრაფი პროცედურის გავლაა საჭირო:
- უნდა შეხვიდეთ TBC Credit-ის ვებგვერდზე და აირჩიოთ „მოითხოვე თანხა“
- შესაბამის ველში ჩაწეროთ, რა ოდენობის თანხის მიღება გსურთ სესხად (100 ლარიდან 50 000 ლარამდე)
- გაიაროთ მარტივი იდენტიფიკაცია თქვენი პირადი და მობილურის ნომრით და მიჰყვეთ ინსტრქუციას
იდენტიფიკაციის ეს პროცესი რამდენიმე წუთზე მეტს არ მოითხოვს. მოთხოვნილი თანხის დადასტურებასაც ამდენივე წუთი დასჭირდება. ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივია.
დამატებით რა უნდა ვიცოდეთ მარტივ სესხებზე?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივი სესხის ხანგრძლივობა 48 თვეა და მისი საპროცენტო განაკვეთი თქვენსავე საბანკო ისტორიაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ აღებული სესხის დაფარვას ვერ ახერხებთ, TBC Credit-ი რეფინანსირების საშუალებას გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მარტივი სესხის გადაფარვა ახალი სესხით შეგიძლიათ. ახალი სესხის ხანგრძლივობა 36 თვეა, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 41%. თუმცა ამ პირობით სარგებლობისას აუცილებელია მსესხებელს 11 თვე მაინც ჰქონდეს დაფარული, ვადაგადაცილება კი 60 დღეს არ აღემატებოდეს.
მარტივი სესხის მოთხოვნისას უნდა გახსოვდეთ, რომ ამით დამატებით ვალდებულებას იღებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და TBC Credit-ის წინაშე. სწორედ ამიტომ, განაცხადის შევსებამდე, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა თანხა და თუ გჭირდებათ, რა ოდენობის სესხის აღება გსურთ.