Skip to content
TBC Credit Blog
  • თიბისი კრედიტი
  • კონტაქტი
უკან

ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ონლაინ

2022-11-22

გაციფრულების როლი ჩვენს ცხოვრებაში

გაციფრულება-ეს ის სიტყვაა, რომელიც დღესდღეობით განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა: სოციალიზაციის ეტაპებს ონლაინ რეჟიმში გავდივართ, ინფორმაციას ციფრული არხებიდან ვიღებთ, ისეთ საბაზისო მოთხოვნილებასაც კი, როგორიც შიმშილია, ხშირად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვიკმაყოფილებთ. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ როგორ გაგვიმარტივა გაციფრულებამ ფინანსური სერვისებით სარგებლობა: ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სწრაფი ანუ ონლაინ სესხები, არსებული სესხების რეფინანსირება ონლაინ, ელექტრონული საფულეები, ონლაინ განვადება, ონლაინ ოპოთეკა და ა.შ.

„გაციფრულება“-ეს ცვლილებების დიდი ჯაჭვია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცვლის  მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესს და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას უამრავი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები  უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობენ სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით. სწრაფი სესხები ამის კარგი მაგალითია, რამდენიმე წუთში, დისტანციურად შეგვიძლია  ავიღოთ სესხი  და ასევე, დისტანციურად დავაბრუნოთ ნასესხები თანხა უკან.

გაციფრულება მომავალია! 2019 წელს ფინანსურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება შემდეგი მიმართულებები:

  • მობაილბანკი
  • მობილური გადახდები
  • ინტერნეტ ბანკი
  • მობილური აპლიკაციები
  • BIG DATA -მონაცემთა შეგროვება და დამუშავება
  • ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა

ონლაინ სესხები

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურმა სერვისებმა ჩვენს თვალსა და ხელს შუა განიცადეს ტრანსფორმაცია და არც კი გვახსოვს, როდის გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში საბანკო ბარათები, ბანკომატები და მობილურ ტელეფონებში მობაილ ბანკი, ფინანსური სექტორი ტრადიციული მომსახურების ფორმისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილ სექტორად  ითვლება, ამ ბაზრის გაციფრულება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია.

 როდესაც საქმე საბანკო თუ სხვა ფინანსური მომსახურების მიღებას ეხება, სანდოობა  მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  პარამეტრია. საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა  გაციფრულებული ფინანსური სექტორისთვის მომხმარებლის ნდობის მოპოვება, გაჩნდა უამრავი არასწორი სტერეოტიპი, რომელიც ყველა მწვავედ ონლაინ სესხებს შეეხო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  ამ სექტორს ძალიან დიდი და მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია, ეს პრობლემაც მარტივად გადაჭრადი აღმოჩნდა: ამის კარგი მაგალითია თიბისი კრედიტი, tbccredit.ge თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმა, სადაც სესხის აღების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. პლატფორმა მომხმარებელს  ონლაინ დახმარებას,  ბევრ მინიშნებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზებს სთავაზობს.

დღესდღეობით   სიტყვა „ონლაინ „მხოლოდ სესხის აღების არხს, სისწრაფეს და სიმარტივეს აღნიშნავს და არანაირად არ წარმოადგენს სესხის მარჟისა და ხარისხის განმსაზღვრელ პარამეტრს. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება  კი გვჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება ციფრული საბანკო  პროდუქტების მიმართ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება.

  • Tweet

რა თანხა გჭირდება?

მოითხოვე თანხა
© 2023 TBC Credit Blog | WordPress Theme by Superbthemes