ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის
ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის? დიახ, ბევრმა თვითდასაქმებულმა ტაქსის მძღოლმა, არც კი იცის, რომ სესხის აღება იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ.
მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, სესხის აღების პროცედურა შემოსავლების დადასტურებას მჭიდროდ მიება, ბევრ თვითდასაქმებულ ადამიანის გაუჩნდა კითხვა -როგორ ავიღოთ სესხი? ნაკლები ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სესხის აღების უფლება ყველა იმ თვითდასაქმებულ ადამიანს აქვს, ვინც საკუთარი შემოსავლების დადასტურებას შეძლებს.
თუ თვითდასაქმებულ ადამიანთა სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ დღესდღეობით ამ სეგმენტის უმეტესი ნაწილი ტაქსის მძღოლებისგან შედგება, მათ კი, ამ შემთხვევაში, ძალიან გაუმართლათ. თუ სესხის აღების საჭიროების წინაშე დადგებიან, ისინი სასურველი თანხის მიღებას ყველა თვითდასაქმებულზე მარტივად შეძლებენ.
ტაქსის მღოლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ლიცენზია, რაც უკვე მათი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტია და ამიტომ, ბანკისთვის საკმაოდ ღირებული საბუთია. ამის გარდა, მოქმედ ტაქსის მძღოლს აუცილებლად აქვს ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც, როგორც ლიცენზია, ბანკსითვის ერთ-ერთი აუცილებელი მტკიცებულებაა.
ჩნდება სხვა კითხვაც, რაც დოკუმენტაციასთან არ არის დაკავშირებული – თუ ტაქსის მძღოლი ვარ, როგორ ავიღოსესხი და სად მოვითხოვო თანხა?
ვებგვერდზე tbccredit.ge ივსება სტანდარტული, სესხის ძალიან მარტივი და მოკლე განაცხადი, რომელიც სულ რაღაც ორ წუთს წაგართმევთ. შეგიძლიათ 100-დან 30 000 ლარამდე ფარგლებში ნებისმიერი თანხა მოითხოვოთ მაქსიმუმ 48 თვის ვადით. სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება – ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება და, შესაბამისად, ციფრულ პლატფორმაზე წარმოდგენილი სესხი ფილიალში ხელმისაწვდომი სესხის ანალოგია. მას არანაირი შეხება აქვს აქამდე ფართოდ გავრცელებულ ონლაინსესხთან და მომხმარებლის შესაძლებლობებზე მაქსიმალურადაა მორგებული.
შემდეგ, მითითებული ინფორმაციის და შემოსავლების მიხედვით, გადაწყვეტილებას იღებენ და თუ სესხი დაგიმტკცდათ, საჭირო გახდება თქვენ მიერ განაცხადში მითითებული საქმიანობის დადასტურება, რაც სწორედ ლიცენზიის და მანქანის პასპორტის საშუალებით უნდა მოხდეს. განაცხადში მითითებულ სპეციალურ მეილზე იგზავნება საბანკო ამონაწერი და ზემოთ ნახსენები ორი მთავარი დოკუმენტი, რომლის განხილვის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე გადახვალთ – ბანკის თანამშრომელი მოვა თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას და თქვენს ავტომანქანას, რომლითაც მუშაობთ, ფოტოებს გადაუღებს.
როგორც აღვნიშნეთ, სესხის განაცხადის შევსებას და დამტკიცებას, სულ რაღაც ორი წუთი სჭირდება. ის კი, რამდენად სწრაფად გადააგზავნით დამატებით საბუთებს მეილზე, თქვენზეა დამოკიდებული. ბანკის თანამშომელი თქვენთან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში მოვა.
თიბისი კრედიტის გუნდი, ტაქსის მძღოლების დიდი სეგმენტისთვის პროცესის გასამარტივებლად აქტიურად მუშაობს – მალე შემოსავლის დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც გახდება შესაძლებელი.